ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში მკაფიოდ უნდა იგრძნონ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების შედეგები და ასეც იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს, რუსეთის თავდასხმებს სარკისებურად უპასუხოს.

მისი თქმით, უკრაინა დრონებისა და შორი მოქმედების რაკეტების საკუთარი წარმოების გაზრდაზე მუშაობს და ევროპელ პარტნიორებთან ახალი შეთანხმებები მზადდება ასეთ წარმოებაში ინვესტიციების განხორციელების მიზნით.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს, პირველ რიგში, დრონებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ეხება.

„რა თქმა უნდა, საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ ჩვენს გეგმებზე ან შესაძლებლობებზე, მაგრამ პერსპექტივა ნათელია - რუსეთის ყველა საფრთხესა და გამოწვევაზე სარკისებურად ვუპასუხოთ. მათ იქ, რუსეთში მკაფიოდ უნდა იგრძნონ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების შედეგები და ასეც იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ უნდა შექმნას თავდასხმის დრონები, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური აღჭურვილობა, რადგან ისინი ამ ომში ძირითადი ელემენტებია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს