Reuters - ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ფრიდრიხ მერცს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ფრიდრიხ მერცს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის ცნობით, ქვეყნის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში მიიღებს.

„ვიზიტის მთავარი თემა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ძალისხმევა იქნება“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმების უფლება მისცეს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას ახლა შეუძლია თავი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით დაიცვას. ცოტა ხნის წინ უკრაინას ამის გაკეთება არ შეეძლო და ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამას არც აკეთებდა. ახლა უკრაინას ეს შეუძლია. ახლა შეუძლია სამხედრო სამიზნეებს ზურგს უკან დაარტყას და ეს უკრაინის მიერ ომის წარმოებისას გადამწყვეტ ცვლილებას წარმოადგენს“, - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს