ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების საზაფხულო მიზნებზე - მათ ჰყავთ რამდენიმე ფანტაზიორი, რომლებიც აგრძელებენ საუბარს ხერსონის შეტევითი ოპერაციის შესახებ

რუსები სუმის მიმართულებით ძალებს აგროვებენ და არ ცვლიან თავიანთ მიზნებს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში შეტევითი მოქმედებების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ რა ახალ შეტევით ოპერაციებს ამზადებენ რუსები და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ ომის გახანგრძლივებისთვის. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსი ოკუპანტები მუდმივ შეტევით ქმედებებს ახორციელებენ.

„მათ ვერ შეძლეს მასშტაბური ოპერაციის ჩატარება. ჩვენი საპასუხო მოქმედებების გამო, ვერ შეძლეს ჯარების კონკრეტულად სუმის მიმართულებით თავმოყრა, რისთვისაც კურსკის მიმართულებიდან ემზადებოდნენ. როგორც პოკროვსკის მიმართულებით, კონსტანტინოვკაშიც პრობლემები გვქონდა, მაგრამ წარმატებული ბრძოლები იყო. ბოლო ორი დღის განმავლობაში კონსტანტინოვკის მიმართულებით ისინი 4 კილომეტრით უკან დავხიეთ. ახლა ისინი სუმის მიმართულებითაც აგროვებენ ჯარებს. 50 ათასზე მეტს. ჩვენ გვესმის. მაგრამ იქ წარმატებები გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ყველაზე დიდი და ძლიერი ჯარები ამჟამად კურსკის მიმართულებით იმყოფებიან და მათი მიზანი უკრაინული ჯარების კურსკის ოლქიდან განდევნა და სუმის ოლქის წინააღმდეგ შეტევითი მოქმედებების მომზადებაა.

„უკრაინის ტერიტორიის 10 კილომეტრის სიღრმეში ამ ამ ბუფერული ზონის, როგორც ისინი უწოდებენ, შექმნის მიზნით. მგონი, ხვდებიან, რომ ეს შესაძლებლობები არ აქვთ. ამჟამად ასეა. ვფიქრობ, კურსკში ჩვენი ჯარები სწორად მოიქცნენ. ერთი მიმართულებიდან გავედით და მეორე მიმართულებით შევედით. იქ კარგი განვითარება გვაქვს. ანუ, ჩვენ იქ ვიქნებით მანამ, სანამ „რუსები“ ომის დასრულებას ან სულ მცირე პირველი ნაბიჯის - ცეცხლის შეწყვეტის - გადადგმას არ მოისურვებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოკუპანტების მიზნები უცვლელი რჩება.

„მათ ჰყავთ რამდენიმე ფანტაზიორი, რომლებიც აგრძელებენ საუბარს ხერსონის შეტევით ოპერაციაზე მდინარის გადაღმა. თუმცა ცხადია, რომ ამას საუბრობენ სწორედ ისინი - არ ვარ დარწმუნებული, ფხიზელ მდგომარეობაში არიან თუ არა - რუსები, რომლებსაც არ აინტერესებთ რამდენი ადამიანი დაიღუპება იქ. მდინარის ფორსირება ხერსონის რეგიონში დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის