ირაკლი ფავლენიშვილი - ჩანს, რომ მიმდინარეობს „კლანური“ ქიშპობა, ბრძოლა ოლიგარქის კარზე

ცხადია, ივანიშვილს კადრების მხრივ უჭირს და მიმდინარეობს „კლანური“ ქიშპობა, ბრძოლა ოლიგარქის კარზე, - ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვახტანგ გომელაურის სახელს ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული უკავშირდება.

„ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო დარბევები, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპოპეა, როდესაც რუსთაველის გამზირზე ჩვენს თანამოქალაქეებს ასე უსწორდებოდნენ. ამიტომ, ბატონი გომელაურის „ბექრაუნდში“ სულ იქნება ეს ძალიან მძიმე დანაშაული. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს თუ „წმენდას“ ოლიგარქის კარზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ივანიშვილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ხოლო ვინ იქნება აღმსრულებელი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არავისთვის ექნება. თუმცა, ცხადია, ივანიშვილს კადრების მხრივ უჭირს და მიმდინარეობს „კლანური“ ქიშპობა და ბრძოლა ოლიგარქის კარზე“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი განმარტებით, ვახტანგ გომელაურის სახელს „უკავშირდება არა შტურმის აღკვეთა, არამედ უდანაშაულო, მშვიდობიანი სტუდენტების წამება და არაადამიანური მოპყრობა“.

„ივანიშვილის ბრძანებების აღმსრულებელი ვინ იქნება, სახელი და გვარი რა ექნება, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, მითუმეტეს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის სადამსჯელო რეპრესიული ზომების ინსტრუქციები იქნება მიცემული“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც გომელაურმა განმარტა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რაც „იმის საშუალებას მისცემს, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დაუთმოს“.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, მისთვის ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, თუმცა თანამდებობის დატოვების მიუხედავად, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგული.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურს გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.მანამდე კი, გელაძე ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა