საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიმ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ მოაწერეს.

„მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება პროექტები, რაც მოიაზრებს ერთობლივი კონფერენციებისთვის, საჯარო ლექციებისა და სემინარებისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეების გამოყენებას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები; საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, კულტურის სამინისტროსა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს