დიმიტრი პესკოვი - მოსკოვსა და კიევს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია

მოსკოვსა და კიევს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მსგავსი შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეცვლილა. მსგავსი შეხვედრა დელეგაციებს შორის სხვადასხვა სფეროში კონკრეტული შეთანხმებების მიღწევის შედეგი უნდა იყოს. ამ მხრივ ცვლილებები არ არის“, - განაცხადა პესკოვმა.

ასევე, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პუტინი ცეცხლს ეთამაშება“.

„ისევე როგორც შეერთებულ შტატებს, რუსეთსაც აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ჩვენთვის ყველაფერზე მაღლა დგას და ისინი ჩვენი პრეზიდენტისთვისაც ყველაფერზე მაღლა დგას“, - აღნიშნა პესკოვმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს