ფრიდრიხ მერცი - მოსკოვს დროის მოგება სურს - უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმები არა მშვიდობის, არამედ ომის ენაა და სილის გაწვნაა ყველასთვის, ვინც ცეცხლის შეწყვეტისთვის მუშაობს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის ქცევა მიუთითებს კრემლის სურვილზე, დრო გაწელოს და არა რეალურად აწარმოოს მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ.

ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერცმა განაცხადა, რომ უკრაინამ, თავის მხრივ, დიდი ხანია გამოთქვა მზადყოფნა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის.

„მოსკოვს დროის მოგება სურს. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით მოლაპარაკებების შესახებ მემორანდუმს, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა ერთი კვირის წინ დააანონსა. შაბათ-კვირას განხორციელებული მასიური საჰაერო თავდასხმები, კერძოდ, კიევზე, არა მშვიდობის, არამედ ომის ენაა. ეს არის სილის გაწვნა ყველასთვის, ვინც ცეცხლის შეწყვეტისთვის მუშაობს - უკრაინაში, ევროპასა და აშშ-ში“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, ამ პირობებში, გერმანია გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას მისი საომარი მანქანის დასუსტებისთვის.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს