გიგა ბოკერია ივანიშვილის წერილზე - ეროვნული ინტერესების ღალატის მორიგი უტიფარი აღიარებაა - გვეუბნება, ჩემი ფულის პრობლემის გამო არ შევხვდები ამერიკის ელჩს და არ მოვაგვარებ კრიზისს, რომელიც შექმნილია ურთიერთობებშიო

პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილი, „საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის მორიგი უტიფარი აღიარებაა“.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ივანიშვილს, რომელსაც ლიდერობის ამბიცია აქვს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესების სასიკეთოდ, საკუთარი ფულის პრობლემის გვერდით გადადება არ შეუძლია.

ბოკერიას თქმით, „ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შეუძლებელია და ამიტომ, ის რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“.

„ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილისგან მორიგი უტიფარი აღიარება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის. კაცი გვეუბნება, რომ ჩემი ფულის პრობლემის გამო არ შევხვდები ამერიკის ელჩს და არ მოვაგვარებ კრიზისს, რომელიც შექმნილია ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებშიო, რასაც თავად იძახის და ორივე ქვეყნისთვის კარგი შედეგი რომც დგებოდეს, მაინც კომპლექსი მექნებოდაო - და ნუ ექნება მერე კომპლექსი.

ქვეყნის ლიდერს, ამის ამბიცია ვისაც აქვს, საკუთარი ფულის პრობლემის გვერდით გადადება არ უნდა შეეძლოს, თუ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე?! თან ამ ყველაფერს კეთილშობილებად გვასაღებს, ეს თავხედი. თვითონვე აღიარებს, რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ მე არ შეგხვდებით, ჩემს პოლიტიკურ არარაობას შეხვდითო.

და რაც მთავარია, ეს არ შეხვედრა ხომ ის განაცხადია, რომ სანამ ჩემი ფულის პრობლემა არ მოგვარდება, მანამდე გექნებათ ჩემთან პრობლემაო. რა თქმა უნდა, სიმართლე სხვა რამეშია, მთელი ეს კრიზისი ივანიშვილის შექმნილია და არანაირი ილუზია მე არ მაქვს და არავის უნდა ჰქონდეს, რომ ივანიშვილის პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შესაძლებელია, სანამ მას ძალაუფლება აქვს, ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა