აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) ფარგლებში 2 აპრილს გამოცხადებული გლობალური ტარიფების დაწესებით თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.

სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთზე დაწესებულ 30%-იან ტარიფებს, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ზოგიერთ საქონელზე დაწესებულ 25%-იან ტარიფებსა და აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ 10%-იან უნივერსალურ ტარიფებს აჩერებს, თუმცა ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები ძალაში რჩება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა 2 აპრილს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობის წინააღმდეგ ე.წ. საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, თუმცა 9 აპრილს ტარიფების ამოქმედება 90 დღით გადაავადა. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უნივერსალური 10%-იანი ტარიფები ძალაში დატოვა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს