ფრიდრიხ მერცი - უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია

უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა შესაძლებელია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უპასუხა, რომ ეს „შესაძლებელია“.

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მეც ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს Taurus-ებზე რამდენიმეთვიანი წვრთნა დასჭირდებათ“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბერლინში გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს