თემურ ჯანაშია - დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას, ისევე როგორც დამტკიცდება პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თემურ ჯანაშიას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, მისი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება. როგორც ჯანაშიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გამოცემულ განკარგულებებს სახელმწიფო და სპეციალური სამსახური ასრულებდა, რაც კრიმინალი არ არის.

„ეს საქმე წლების მანძილზე გრძელდება, უკვე ათეულს გადასცდა. ის, რომ აქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არის, ყველასთვის გასაგებია. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამდენი ყოყმანის შემდეგ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას, ისევე როგორც დამტკიცდება პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა. აქ ძალიან მარტივი „ქეისია“- პრეზიდენტი თავის უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემდა განკარგულებებს, სახელმწიფო და სპეციალური სამსახური კი, ამ განკარგულებებს ასრულებდა, ამაში კრიმინალი არაფერია“, - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა