ურსულა ფონ დერ ლაიენი - უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის

უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქალაქ აახენში კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიღებისას განაცხადა.

მისი თქმით, გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება, მაგრამ ახლა „ისტორია მოგვიწოდებს“, როგორც 1989 წელს მოგვიწოდებდა, როდესაც "ცვლილებების ქარმა ევროპის მასშტაბით დაუბერა".

“დამოუკიდებელი ევროპისთვის მესამე იმპერატივია ჩვენი კონტინენტის შემდგომ, ისტორიულ ხელახლა გაერთიანებაზე მუშაობა. ევროპის ქვეყნების მისალმება, რომელთაც ჩვენს კავშირში გაწევრიანებაზე თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. ეს არა მხოლოდ მორალური საჭიროებაა ევროპისთვის, ეს წინაპირობაა უფრო ძლიერი ევროპისთვის - სახლში და გეოპოლიტიკურად მსოფლიოში.

უფრო დიდი, ხელახლა გაერთიანებული ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში. დაგვეხმარება ჩვენი დამოკიდებულებების შემცირებაში. ის უზრუნველყოფს, რომ დემოკრატია, კეთილდღეობა და სტაბილურობა გაძლიერდება ევროპის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გაწევრიანება ყოველთვის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია ახლა მოგვიწოდებს, როგორც 1989 წელს მოგვიწოდებდა, როდესაც ცვლილებების ქარმა ევროპის მასშტაბით დაუბერა.

უკრაინაში ყოველ დღე ვხედავთ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ვნახეთ მსხვერპლი, რომელსაც ხალხი იღებს ბოლო სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ასე რომ, კი, ეს ისტორიული მომენტია. და ხელიდან არ უნდა გავუშვათ ის. ამ მოწოდებას უნდა ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, დასავლეთ ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის, იმედია, საქართველოსთვის. ყველა მათთვის, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა. ჩვენს კავშირში თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის. უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპისთვის”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო