ანდრეი რუდენკო - რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი მოგვარებით - ვიმედოვნებთ, კიევი სტამბოლის მოლაპარაკებებს სერიოზულად მიიღებს

რუსეთი იმედოვნებს, რომ კიევი სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებს სერიოზულად მიიღებს და კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას გამოიყენებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

„რუსეთი დაინტერესებულია უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი მოგვარებით, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტმა პუტინმა, რომელმაც 10 მაისს წამოაყენა ინიციატივა კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ კიევის ხელისუფლება ამჯერად სერიოზულად მიიღებს ამ მოლაპარაკებებს და გამოიყენებს შესაძლებლობას კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მისაღწევად“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 2 ივნისს სტამბოლში გაიმართება. მოლაპარაკებებზე მოსკოვი წარადგენს ე.წ. „მემორანდუმს“ მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები