საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებმა ახალი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებმა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით იასპარეზეს და ახალი გამარჯვება მოიპოვეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, „სტუ ტონუსის“ წყალბურთელთა გუნდმა თბილისში, საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, 2007-2008 წლებში დაბადებულ წყალბურთელებს შორის, გამარჯვებით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. „სტუ ტონუსის“ წყალბურთელებმა ნახევარფინალში, ანგარიშით - 12:9, „დინამო-1“ დაამარცხეს, ხოლო ფინალში „ლაგუნა ვერეს“ გუნდი, ანგარიშით - 19:8, სძლიეს და ეროვნული ჩემპიონატის თასს დაეუფლნენ.

„რაც შეეხება „სტუ ტონუსის“ მოცურავეთა გუნდს, მან შესაშური წარმატებით იასპარეზა სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში - „ლიუბლიანას თასი“, რომელშიც საქართველოს, სლოვენიის, ხორვატიის, უკრაინის, ისრაელისა და ბულგარეთის სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებისგან შემდგარი გუნდები და ნაკრებები მონაწილეობდნენ.

„სტუ ტონუსის“ მოცურავეთა გუნდის ანგარიშზე ლიუბლიანას საერთაშორისო ტურნირის ჯილდოები ამგვარად განაწილდა: მამუკა შენგელია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი; სანდრო ქვილორია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი; აკაკი მღებრიშვილი - 3 ოქრო; ალექსანდრე ჯიქიძე - 3 ვერცხლი; სალი შერბაევა - 1 ოქრო, 1 ვერცხლი. ამასთან ერთად, „სტუ ტონუსის“ მოცურავე სალი შერბაევამ, თავის ასაკობრივ ჯგუფში (2009-2010), ჯამური ქულით „ლუბლიანას თასი“ მოიპოვა, ხოლო 4X50 თავისუფალი ყაიდით ცურვაში საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც „სტუ ტონუსის“ მოცურავე მამუკა შენგელია ასპარეზობდა, საქართველოს რეკორდი დაამყარა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი, არჩილ იოსელიანი „სტუ ტონუსის” წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებს მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას ულოცავს. როგორც არჩილ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებით, აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მუდმივად ზრუნავს შესაბამისი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნაზე, რათა ფიზიკური აქტივობა ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია