ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„პირადად მას, ისევე როგორც მთელ თურქეთს, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ არსებული პრინციპული პოზიციისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენ ვისაუბრეთ სტამბოლში გამართული პირველი შეხვედრის შესახებ. სამხედრო ტყვეების გაცვლა ამ შეხვედრის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ერთადერთი. მშვიდობის მიღწევისთვის ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. მკვლელობები უნდა შეწყდეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში მომდევნო შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა განიხილა.

„ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ არ შეიძლება ეს შეხვედრა უშედეგო იყოს. ასევე, განვიხილეთ ოთხმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და აშშ-ის ლიდერების დონეზე“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს