ირაკლი კობახიძე - ბოლო 4 წელში, პოლიციამ ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა - ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია

გასული 4 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა - ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს, ქართული პოლიცია ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, „რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა“.

„პოლიციის ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად იქცა. მან პოლიციელს საზოგადოებრივი აღიარება, ნდობა და პატივისცემა მოუტანა. პროფესიონალიზმი, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის დაცვა და მოქალაქეებისადმი პატივისცემა თქვენი წარმატების საფუძველია. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ დღეს ქართველი პოლიციელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნდობისა და უსაფრთხოების სიმბოლოა. დღეს, ქართული პოლიცია, არსებითად, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა. გასული 4 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია. ამ მოვლენებისას გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფს - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც ურთულეს დღეებში მაღალი სტანდარტით ზრუნავდა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ შს ყოფილ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი, გელა გელაძე წარმატებით გააგრძელებს დაწყებულ საქმეს.

„ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ადამიანს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა და რომელსაც პოლიციის რეფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. მადლობას ვუხდი ვახტანგ გომელაურს პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის, რომლითაც ის ჩვენს ქვეყანას მრავალი წლის მანძილზე ემსახურა. დარწმუნებული ვარ, ახალი მინისტრი, ბატონი გელა გელაძე ვახტანგ გომელაურის მიერ დაწყებულ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით განაგრძობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა