რუსებმა უკრაინას 80 დრონით და „ისკანდერის“ რაკეტებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, მათ შორის, ბავშვები

რუსულმა ძალებმა 2 ივნისის ღამეს უკრაინას 80 უპილოტო საფრენი აპარატით, „ისკანდერ-M/KN“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით და „ისკანდერ-K“ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების ძირითადი მიმართულებები იყო ხარკოვის, ჩერნიგოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქები.

წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში მტრის 52 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.

საჰაერო დარტყმები 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ხარკოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები