ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვულოცავ კაროლ ნავროცკის, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას გააგრძელებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" დირექტორს, კონსერვატორ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ კაროლ ნავროცკის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას. ყველანი ერთად უფრო ძლიერები ვართ მშვიდობის, დემოკრატიისა და ღირებულებების მქონე საზოგადოებაში. ამიტომ, მოდით, ვიმუშაოთ ჩვენი საერთო სახლის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს