ლევან სანიკიძე - მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული - ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი

მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან არის დაკავშირებული. ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი - ამ ბრძოლის იმიტაციაში შესვლას ვინც აპირებს, ან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, ან ზედმეტად ოპტიმისტია, ან არაკეთილსინდისიერია. თავად უნდა გადაწყვიტონ ამ ადამიანებმა, რომელ ჯგუფს წარმოადგენენ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური პარტიების შესაძლო მონაწილეობაზე.

მისი თქმით, მოცემულ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მსჯელობა უბრალოდ შეუძლებელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ დგას საპროტესტო ელექტორატის და ამ ქვეყანაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე, რაც გულისხმობს ივანიშვილის ე.წ. არჩევნებზე, 4 ოქტომბერს დაანონსებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის არმიღებას. შესაბამისად, თამაშგარე მდგომარეობაში თუ ვინმე იყენებს თავს ხალხისგან, ის პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ მსჯელობენ მიიღონ თუ არა მონაწილეობა ირაკლი კობახიძის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებში. სადაც პოლიტპატიმრები სხედან ციხეში, ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება. ამიტომ, ვინ ჩაიყენებს თავს თამაშგარე მდგომარეობაში ეს არის საკითხავი. ამ ვითარებაში მე უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია საერთოდ ამ საკითხზე მსჯელობა და დარწმუნებული ვარ, რომ „ლელოს“ მოუწევს პოზიციის ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ წავა, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი ექნება პრობლემა. ჩემი ღრმა რწმენით, „ლელოს“, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს და არის ჩამოყალიბების პროცესში სხვა გადაწყვეტილებების მსგავსად, როგორიც იყო პარლამენტში არშესვლა, მანდატებზე უარის თქმა და საზოგადოებრივ აზრს გაუწია ანგარიში, ახლაც იგივეს გაკეთება მოუწევს. მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც დაკავშირებულია მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან. ჩვენი მიზანი არის ივანიშვილს წავართვათ საქართველო და არა თბილისი. დღეს პოლიტპატიმრები ციხეში საერთოდ არ სხედან იმის გამო, რომ თბილისის მერიაში რამდენიმე თანამშრომელს აღუდგეს მუშაობის საშუალება. ისინი სხედან ციხეში, ჩვენც იმიტომ გავდივართ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომ გვინდა ივანიშვილს საქართველო წავართვათ და ამ ბრძოლის იმიტაციაში შესვლას ვინც აპირებს ან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, ან ზედმეტად ოპტიმისტია ან არაკეთილსინდისიერია. თავად უნდა გადაწყვიტონ ამ ადამიანებმა,რომელ ჯგუფს წარმოადგენენ. “-განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ლელო“ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იქნება ისეთივე კრიტიკული, როგორიც აქვთ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაკავშირებით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა