რუსებმა უკრაინას 112 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 112 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში რუსების მიერ გაშვებული 75 დრონი გაანეიტრალეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 60 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 15 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსების საჰაერო დარტყმები 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები