ნიდერლანდების მმართველი კოალიცია დაიშალა

ნიდერლანდების მმართველი კოალიცია დაიშალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნიდერლანდების მმართველ კოალიციაში შემავალი თავისუფლების პარტიის (PVV) ხელმძღვანელზე, ხეერტ ვილდერსზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხეერტ ვილდერსის განცხადებით, მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზღვრების დახურვის შესახებ მისი წინადადება არ მიიღეს.

„თავშესაფრის შესახებ ჩვენს გეგმებზე ხელმოწერა არ არის. PVV კოალიციას ტოვებს“, - განაცხადა ხეერტ ვილდერსმა.

მოსალოდნელია, რომ ხეერტ ვილდერსის პარტიის მიერ კოალიციური მთავრობის დატოვების შემდეგ, ნიდერლანდებში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

შეგახსენებთ, 2023 წლის ნოემბერში ნიდერლანდებში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა. PVV-მ კოალიციური მთავრობა ქვეყნის სამ სხვა კონსერვატიულ პარტიასთან ერთად შექმნა, რომელიც ნიდერლანდებს 2024 წლის ივლისის შემდეგ მართავდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა