პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს საერთო ქართულთან, ესენი არიან კოლექტიური ფარცხალაძე-რომანოვები

„ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს საერთო ქართულთან, ესენი არიან კოლექტიური ფარცხალაძე-რომანოვები, ვინც ფულისთვის და ძალაუფლებისთვის ყიდის თავის თავს და ქვეყანას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა.

„მათთვის პატრიოტიზმი ხალხის მოტყუების ხელოვნებაა, ქართულობა და სამშობლოს დაცვა – ღალატის გადასაფარი ნიღაბი, ქვეყნის სუვერენიტეტი კი გასაყიდი საქონელი.

ამ დროს ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა.

ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა: ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.

ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად და ამ გზაზე ვიწროპარტიული მოქმედება, უკან დახევა ასუსტებს ამ წინააღმდეგობას“, - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს