ანდრეი სიბიგა - რუსეთს ომის დასრულების შესახებ უკრაინის დოკუმენტზე პასუხი არ გაუცია - დუმილის ყოველი დღე ადასტურებს მათ სურვილს, ომი გააგრძელონ

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის წინ მოსკოვმა კიევისგან მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ომის დასრულების შესახებ უკრაინული მხარის ხედვა იყო ასახული, თუმცა, რუსულ მხარეს არანაირი პასუხი არ გაუცია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსეთმა არ უპასუხა ჩვენს დოკუმენტს, რომელიც ასახავს უკრაინის ხედვას ომის დასრულების შესახებ. ჩვენ ის შეხვედრის წინ გავაგზავნეთ. შეხვედრის დროს ჩვენმა დელეგაციამ რუსებს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ. მათ არანაირი პასუხი არ გასცეს. არც შეხვედრის დროს და არც მის შემდეგ. ჩვენ რუსეთისგან პასუხს ვითხოვთ“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, დუმილის ყოველი დღე ადასტურებს მათ სურვილს, ომი გააგრძელონ.

„უფრო მეტიც, უკრაინის მხარის კონსტრუქციულ წინადადებებზე რეაგირების ნაცვლად, რუსეთმა წამოაყენა ულტიმატუმების მთელი რიგი, რაც სიტუაციას მშვიდობის დამყარებასთან არ აახლოებს. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის დაპირებებს, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის მიცემულს, რომ ამ კვირაში სტამბოლში რაიმე რეალისტურ და განხორციელებადს წარადგენდა“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, რუსეთი ამ დრომდე უარი ამბობს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მნიშვნელოვან ფორმატზე და ეს საკმარისი მიზეზია უკრაინის პარტნიორებისთვის, რომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესონ.

„უნდა დავასრულოთ მკვლელობები. თუ მიმდინარე შეხვედრები ასეთ შედეგს ვერ გამოიღებს და მშვიდობის ხელშეწყობას ვერ შეძლებს, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ლიდერების შეხვედრა აუცილებელია“, - წერს სიბიგა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან