გიორგი ვაშაძე - რეჟიმს არ უნდა, სიმართლე გავიდეს ეთერში - ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი! ვინც ეხება მედიას, ეხება თავისუფლებას

რეჟიმს არ უნდა, სიმართლე გავიდეს ეთერში - ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს.

მისი თქმით, ვინც ეხება მედიას, ეხება თავისუფლებას.

„ქართული ოცნება“ პირდაპირ გადადის ომის რეჟიმში ყველას წინააღმდეგ, ვინც არ ემორჩილება ივანიშვილის პირად ინტერესს.

„ტვ პირველი“, „ფორმულა“ და სხვა თავისუფალი მედია არის ის ბარიერი, რაც ივანიშვილს საბოლოო პუტინიზაციაში უშლის ხელს. რეჟიმს არ უნდა, სიმართლე გავიდეს ეთერში.

არ უნდა, გამოძიებული იყოს კორუფცია, ძალადობა, რუსული გავლენა. არ უნდა, ხალხმა თქვას ის, რასაც ფიქრობს, მაგრამ მათ ავიწყდებათ მთავარი, ვინც ეხება მედიას, ეხება თავისუფლებას!

ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!“, -აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს