გიორგი გოგოლაშვილი - გიგი თევზაძემ მითხრა: „ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“ - ეს იყო თევზაძის განმარტება კითხვაზე, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე

განათლების სამინისტროს მაშინდელმა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, გიგი თევზაძემ მითხრა: „ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“. ეს გახლავთ გიგი თევზაძის განმარტება, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე, - ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, გიორგი გოგოლაშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის ფაქტი. ამ საკითხზე საუბრის ფარგლებში ენათმეცნიერმა გიორგი გოგოლაშვილმა გაიხსენა გიგი თევზაძესთან შეხვედრის ფაქტი, რა დროსაც მას დაუსვა შეკითხვა, „ რატომ ხდებოდა შეტევა ქართულ ენაზე“.

„რა იყო ძირითადი იმ კანონში, რაც ჩვენთვის იყო პრინციპულად მიუღებელი და რამაც უნივერსიტეტი აღაშფოთა? კანონის მიხედვით, უნივერსიტეტს მოეხსნებოდა სახელმწიფო დახმარება, სახელმწიფო უნივერსიტეტი რჩებოდა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, მას უნდა ეზრუნა თავისი თავი თავად ერჩინა. სამეცნიერო სექტორი, ფაქტობრივად, კანონის მიხედვით აღარ არსებობდა, სიტყვა „მეცნიერი“ აღარ იყო კანონში ნახსენები. შემოღებული იქნებოდა ასაკობრივი ცენზი - 65 წელი. ერთი პუნქტი იყო ქართულთან დაკავშირებით, ამოღებული იყო წინა კანონიდან პუნქტი, რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების ენა უნდა იყოს ქართული. ეს პუნქტი ამოიღეს, საბედნიეროდ შემდეგ ბრძოლით მოხერხდა, რომ იმ პერიოდში, ეს პუნქტი დავაბრუნებინეთ. როცა ას საკითხზე პირადად მე დავუსვი კითხვა განათლების სამინისტროს იმჟამინდელ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, გიგი თევზაძეს, რა ხდება, რაშია საქმე-მეთქი, ასეთი პასუხი არსებობს, რომელიც მაშინ არაერთგზის დაიწერა: „ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ინგლისური“ . ეს გახლავთ გიგი თევზაძის იმ დროინდელი ერთ-ერთი ზეპირი განმარტება, რატომ იყო შეტევა ქართულ ენაზე“, - განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

ამასთან, გიორგი გოგოლაშვილმა ისაუბრა იმ დროს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

„2002 წლის აგვისტოში მე დამიკავშირდა „რუსთავი 2“-დან „კურიერის“ წამყვანი ეკა ხოფერია და მთხოვა მონაწილეობის მიღება დებატებში. პარმენ მარგველაშვილს და მე უნივერსიტეტის პოზიცია უნდა დაგვეცვა. ჩვენს პირისპირ დასხდნენ გიგი თევზაძე და დავით უსუფაშვილი, რომელიც იმჟამად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ იყო. მთელი საღამო გვიმტკიცებდნენ იმას, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის კორუმპირებული და მოკლედ, უარყოფითი ყველანაირი კუთხით. მაშინ მე მქონდა შეკითხვა, რომელიც უპასუხოდ რჩება, რომ ამხელა სივრცეში, 200-მდე უნივერსიტეტი იყო, 20-ზე მეტი სახელმწიფო, რატომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი? ამ კითხვას პასუხი არ აქვს“-განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი იყო უნივერსიტეტის დისკრედიტაცია მოეხდინათ, პროფესორ-მასწავლებლებისა და დაწესებულებების შესახებ კი, „ჭორები ვრცელდებოდა“.

„მერე გაირკვა ისიც, რომ ეს იყო მათი მეთოდი იყო - თუ გაუტეხ სახელს. ტერმინიც კი შემოიღეს და მინისტრებიც ხმარობდნენ ტერმინს „დაჩმორება“, თუ სახელს გაუტეხ, შეარცხვენ და ა.შ. იოლია ასე გამარჯვება“, - განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის