რასა იუკნევიჩიანე - სანქციები მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დანაშაულებს ჩადიან - მათ ეშინიათ სანქციების, მათ ოჯახებს ეშინიათ, რადგან ბევრი მათგან ევროპაში ცხოვრობს

სანქციები მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულებს ჩადიან. მათ ეშინიათ სანქციების, მათ ოჯახებს ეშინიათ, რადგან ბევრი მათგან ევროპაში ცხოვრობს. ამის გარეშე არ იქნება ახალი არჩევნები. სანქციები არის ყველაზე ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ დავეხმაროთ ხალხს, ჰქონდეთ ევროპული მომავალი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ ახერხებენ სანქციების დაწესებას უნგრეთის წინააღმდეგობის გამო.

„სანქციებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ, რა თქმა უნდა, ისინი ცვლიან მხარდაჭერას, შეუჩერდა მთავრობას ფინანსური მხარდაჭერა და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი ვერ აწესებენ სანქციებს. ევროპული საბჭო ცდილობდა ამის გაკეთებას, მაგრამ უნგრეთის გამო, რომელიც ამ რეჟიმთან ძალიან დაახლოებულია, უნგრეთი და უნგრელი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ საუკეთესო მეგობრები არიან და ბლოკავენ სანქციებს. ამის მიღწევა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 25-ზე მეტი წევრი სახელმწიფო დაუწესებს სანქციებს ამ რეჟიმს. ეს არის აღნიშნული ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ანგარიშში და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. გაერთიანებული სამეფოც ხმამაღლა საუბრობს ამ საკითხზე, მაგრამ ვისურვებდი გაერთიანებული სამეფოს მეტ ჩართულობას. შეერთებული შტატებიც, „MEGOBARI აქტი“, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, ასევე სანქციებს ეხება. ეს არის ძალიან ძლიერი აქტი შეერთებული შტატებისგან. ეს აქტი ახლა სენატშია და იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე მიიღებენ მას.

ევროპარლამენტის წევრების საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს ჩემი მესიჯი იყო, რომ ძალიან გარკვევით ვხედავთ, რომ სანქციები მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დანაშაულებს ჩადიან. მათ ეშინიათ სანქციების, მათ ოჯახებს ეშინიათ, რადგან ბევრი მათგან ევროპაში ცხოვრობს. ამის გარეშე არ იქნება ახალი არჩევნები. სანქციები არის ყველაზე ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ დავეხმაროთ ხალხს, ჰქონდეთ ევროპული მომავალი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა