დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან კარგი საუბარი მქონდა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს - მან თქვა, რომ მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმებზე პასუხის გაცემა

სატელეფონო საუბრისას პუტინმა მითხრა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმებზე პასუხის გაცემა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

ტრამპის შეფასებით, პუტინთან საუბარი კარგი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომელიც „დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს“.

“ახლა დავასრულე ტელეფონით საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ზარი დაახლოებით ერთ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. განვიხილეთ უკრაინის მიერ რუსეთის თვითმფრინავებზე თავდასხმა, და ასევე სხვა განსხვავებული თავდასხმები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ორივე მხარის მიერ. ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ ისეთი საუბარი არა, რომელიც დაუყოვნებლივი მშვიდობისკენ მიგვიყვანს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, და ძალიან მტკიცედ, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო თავდასხმებზე პასუხის გაცემა.

ასევე, განვიხილეთ ირანი, და ფაქტი, რომ დრო ეწურება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ირანის გადაწყვეტილებას, რომელიც სწრაფად უნდა იქნას მიღებული! პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, რომ ირანს არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეს, და ამაზე, მჯერა, ვთანხმდებით. პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს ირანთან საუბრებში და მას შეუძლია, სავარაუდოდ, დახმარება ამის სწრაფად მოგვარებაში. ჩემი მოსაზრებაა, რომ ირანი აყოვნებს თავის გადაწყვეტილებას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, უმოკლეს დროში დაგვჭირდება საბოლოო პასუხი!”, - წერს ტრამპი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია