გრიგოლ გეგელია - ევროპარლამენტის რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვერაფერი მიანიჭებს ლეგიტიმაციას, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა

ევროპარლამენტის რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვერაფერი მიანიჭებს ლეგიტიმაციას, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, „სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ რეჟიმს აღარ აქვს ლეგიტიმაციის მოპოვების არავითარი საშუალება“ - მათ შორის არც ადგილობრივი არჩევნების გამოყენებით.

„ეს იყო და არის ელემენტარული საღი აზრი.

რაც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპარლამენტის განაცხადია, რომ ეს წარმოადგენს ერთით მეტ საშუალებას, რომლის გამოყენებით ქართულმა საზოგადოებამ შესაძლოა აჩვენოს დემოკრატიული კონსოლიდაცია ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

ევროპარლამენტი მკაფიოდ და ყოველგვარი პირობითობის გარეშე მოუწოდებს ოპოზიციას, რომ გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი. იქვე, პარალელურად ევროპარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, არჩევნები ჩაატაროს გაუმჯობესებულ გარემოში. ეს არის ორი პარალელური მოწოდება, ყოველგვარი პირობითობის გარეშე.

ეს არის ჩვენი მეგობრების პირდაპირი და ნათელი გზავნილი, თუმცა ამის მიუხედავად, და ამ დოკუმენტის გავრცელებამდე, ჩვენ ისედაც მოვუწოდებდით ყველა კოლეგას საერთო მსჯელობისკენ - რაც არის ევროპის მოწოდებაც. დღეს როგორც არასდროს, ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავს გეგელია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა