ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით მეტად იქნება წახალისებული მშვიდობა - მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე

იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტად იქნება წახალისებული მშვიდობა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის, ყველა იმ ზესახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთი არის ის ზესახელმწიფო, რომელსაც 45 წლის განმავლობაში არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა, თავიდან ბოლომდე იყო ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგიც სახეზეა.

„დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას - ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში მიდინარე სამხედრო კონფლიქტი, მასშტაბური ომი, ჩვენს გარშემო, სამწუხაროდ, არის არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში საჭიროა, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე.

ძალიან დიდია ამ ყველაფერში ზესახელმწიფოების როლი, როცა ვსაუბრობთ მსოფლიო მასშტაბით, გლობალურად მშვიდობის განმტკიცებაზე. დღევანდელ კონფერენციას მიმართავს ჩინეთის ელჩი საქართველოში და ვფიქრობ, ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც უნდა მიბაძოს ყველამ. გასული 45 წლის განმავლობაში, ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და თავიდან ბოლომდე იყო ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგებიც, ვფიქრობ, სახეზეა. განსაკურებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს როლი არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ძალიან დამაიმედებელია აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გზავნილები ამ თვალსაზრისით, რომელიც ხაზს უსვამს მშვიდობის მნიშვნელობას და იმედი მაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, უფრო მეტად იქნება, მსოფლიოს მასშტაბით, წახალისებული მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა იმ სახელმწიფოსთან, მათ შორის, ყველა იმ ზესახელმწიფოსთან, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე ეკონომიკურ განვითარებაზე და მეტი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე საკუთარი ხალხებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა