ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლები აბულინგებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს იმისთვის, რომ მათ სურთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - როცა მიიღებენ გარედან ინსტრუქციას, თავადაც შეცვლიან გადაწყვეტილებას

„ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლები როცა გარედან მიიღებენ ინსტრუქციას, მგონია, რომ საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იქნება უკიდურესად დამამცირებელი - ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, გარედან კარნახობენ ოპოზიციას იმას, რა უნდა გააკეთონ, თვითონ დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს.

„მე ამასაც ვფიქრობ, რომ მიუხედავად ძალიან ხმამაღლა განცხადებებისა, რასაც აკეთებენ „ნაცმოძრაობის“, ასევე „ახალის“ წარმომადგენლები, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, მათ შეუძლიათ ამ ყველაფერსაც გადაუსვან ხაზი. დღეს ისინი აბულინგებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმისთვის, რომ მათ სურთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. როცა ისინი მიიღებენ გარედან ინსტრუქცია, მგონია, რომ საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეიცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იქნება უკიდურესად დამამცირებელი. ჯერ სხვას აბულინგებდი, ახლა თავად იღებ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება მათი დამცირება, მაგრამ ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, რაც წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებიათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ უპასუხა კითხვას, რატომ იმყოფებოდა ოპოზიცია ბრიტანეთის საელჩოში და აღნიშნა, რომ ისინი „დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად“.

„ჩვენი ოპოზიციის მიდგომაა ის, რომ ისინი დადიან ინსტრუქციების მისაღებად, საკუთარი აზრიც არ აქვთ. პირდაპირ არის ჩვეულებრივი აგენტურა, დადიან სხვადასხვა უცხოურ ოფისში ინსტრუქციების, დავალებების მისაღებად.

კარგი ის არის, რომ ამ დავალებების შედეგად ნადგურდება ისევ ოპოზიცია. გარედან რთულია პულსზე ხელის დაჭერა, პულსის შეგრძნების ქონა, აქედან გამომდინარე გარედან ისეთ დავალებებს იღებენ, რომელიც ოპოზიციის განადგურებას იწვევს. იარონ ასეთ თათბირებზე, მიიღონ ინსტრუქციები, დავალებები, სადამდეც მიიყვანა ოპოზიცია უკვე ვნახეთ, სადამდეც მიყვანს მომავალში ვნახავთ“,- აღნიშნა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა