ირაკლი კობახიძე - ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, სტაბილური ლარის კურსი - ამას უკავშირდება პროგნოზის გაუმჯობესება სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან

ყველაფერი არის აბსოლუტურად მყარად და ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად ვითარდება, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გვაქვს სტაბილური ლარის კურსი, ივსება სავალუტო რეზერვები, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ლარის კურსი დღეს უკვე უნდა ყოფილიყო 3,1-ზე მეტი, რაც „ჩავარდა, რადგან ლარის კურსი დღეს არის სტაბილური, ეროვნული ბანკი ახერხებს რეზერვების სწრაფად შევსებას“.

„ისინი აცხადებდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი ეკონომიკური ზრდის კუთხით და 4 თვის განმავლობაში გვაქვს 8,8 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ამის შედეგია ის, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა საკუთარი პროგნოზი 6 პროცენტიდან 7,2 პროცენტამდე. ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ 7,2 პროცენტზე მაღალიც გვექნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა. ისინი წინასწარმეტყველებდნენ მაღალ ინფლაციას და ინფლაცია არის 3-პროცენტიანი ზღვრის მიმდებარედ. შესაბამისად, ყველაფერი არის აბსოლუტურად მყარად და ქვეყანა ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით სწორად, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი, გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გვაქვს სტაბილური ლარის კურსი, ივსება სავალუტო რეზერვები, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ამას უკავშირდება პროგნოზის გაუმჯობესება სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრარკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციაზე და განაცხადა, რომ ოპტიმიზაციით მინიმუმ 52,5 მილიონი ლარის დაზოგვა მოხდა.

„ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ზოგადად ვერ გამოვრიცხავთ. ყველა ცვლილება წაადგა შესაბამისი დარგების სწორი მიმართულებით განვითარებას. ამ მაგალითზე ვისაუბრე, როდესაც საზოგადოებას წარვუდგინე მონაცემები რკინიგზასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ განხორციელდა ცვლილებები, ჩვენ მარტო რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში შევძელით 52,5 მილიონი ლარის დაზოგვა. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი. ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც იყო ცუდი და ვიღაც არის კარგი. განახლება სჭირდება ნებისმიერ სისტემას და ჩვენ ვზრუნავთ განახლებაზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში რეალურად არ არის ოპოზიცია, ოპოზიცია უნდა ასრულებდეს სინამდვილეში იმ როლს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ფორმაში ყოფნა. ოპოზიცია ქვეყანაში არ არის, ასეთ დროს, იძულებული ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში, ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე და ამან უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები. 52,5 ლარი დაიზოგა მარტო ენერგეტიკის სექტორში და რკინიგზის სფეროში. რაც შეეხება ოპტიმიზაციას, როდესაც პროცესები გაგრძელდება არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, მგონია, რომ მთლიანობაში შევძლებთ 100 მილიონს გადავცდეთ ოპტიმიზაციის ნაწილში, რაც მოხმარდება თავიდან ბოლომდე ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან