ლევან სანიკიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე - თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერს ვხედავთ ისე, რომ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს - ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატული იყოს ე.წ. არჩევნების ბოიკოტით

ევროპარლამენტის ანგარიშში დაფიქსირებულია ქართველი ხალხის ურყევი ნება, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გამიჯნული ჰყავთ ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულია ცხადი მოწოდება, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი. სანიკიძის თქმით, მათი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. არჩევნების ბოიკოტით.

„ევროპარლამენტის ანგარიშში დაფიქსირებულია ქართველი ხალხის ურყევი ნება, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გამიჯნული ჰყავთ ქართველი ხალხი და “ქართული ოცნება” და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით არის ჩანაწერი, ერთი არის მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც ბევრმა არ შეიმჩნია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ საკითხს არ აყენებენ ეჭვქვეშ. მეორე, „ნაციონალური მოძრაობის“ როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ამ ყველაფრის მედროშეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ჩანაწერია გაკეთებული. პოლიტპატიმრებთან, ახალ არჩევნებთან, ცესკოთან მიმართებით, ყველგან არის ძალიან მკაფიოდ გაკეთებული განცხადება. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც ვხედავთ ამას და ამ ჩანაწერს არ აქვს ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, როდესაც ქუჩის დროს ჩვენ შევძელით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემის შექმნა საერთაშორისო მასშტაბით, ზუსტად ასე, ერთიანი პოზიციით უნდა ვიყოთ ჩამოყალიბებული თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატულია მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. არჩევნების ბოიკოტით“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე