ანტონიო კოშტა - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო მართლმსაჯულების ქვაკუთხედია - უნდა დავიცვათ მისი დამოუკიდებლობა და მთლიანობა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა მხარდაჭერას გამოხატავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ, რომლის მოსამართლეებსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა.

„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც საერთაშორისო მართლმსაჯულების ქვაკუთხედია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ ეწინააღმდეგება ერებს - ის ეწინააღმდეგება დაუსჯელობას. ჩვენ უნდა დავიცვათ მისი დამოუკიდებლობა და მთლიანობა. ხელისუფლების უზენაესობაზე კანონის უზენაესობამ უნდა გაიმარჯვოს“, - წერს კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეები მონაწილეობდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემასა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სავარაუდო ომის დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების დაწყების უფლება მისცა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს