დავით მათიკაშვილი - საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს - კეთილი ინებონ და პროტესტი ზრდილობის ფარგლებში გამოხატონ

საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს - კეთილი ინებონ და პროტესტი ზრდილობის ფარგლებში გამოხატონ!, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „სიძულვილის კამპანიამ, რომელიც დაფინანსებულია უცხოეთიდან, მასშტაბური ხასიათი მიიღო და ამიტომ, მმართველი პარტია შსს-ს საჩივრით მიმართავს, მსგავს შემთხვევებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს”.

„ეს არის ის სიძულვილის ენა, უარგუმენტო, ცილისწამებითი და პირდაპირი შეურაცხყოფითი მიდგომები, რომელიც საქართველოში დაფინანსებულია უცხოეთიდან. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს. საჯარო სივრცეში ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ უნდა იყოს წესი და დაკანონებული მოცემულობა, შესაბამისად, ამაზე რეაგირება აუცილებელია.

ქართული ენა მდიდარია და სრულ შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანმა საკუთარი პროტესტი ზრდილობიანად გამოხატოს. ამიტომაც კეთილი ინებონ და ზრდილობის ფარგლებში მოექცნენ ის ადამიანები, ვისაც პროტესტის გამოხატვა სურთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დეპუტატების მიმართ „გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად“ სამართლებრივ დავას იწყებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საჩივრით მიმართავს. მისი განმარტებით, საჩივარი, რომელიც დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შევა, ეხება "სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას, რომელიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ".

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო