ფრიდრიხ მერცი - ნატო-დან გასვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე ტრამპისგან მკაფიო „არა“ მოვისმინე

ნატო-დან გასვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე ტრამპისგან მკაფიო „არა“ მოვისმინე, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ვაშინგტონში ვიზიტიდან მეორე დღეს, ბერლინში, საოჯახო მეწარმეთა ასოციაციის ღონისძიებაზე კითხვა-პასუხების დროს განაცხადა. მისი სიტყვები გამოცემა Politico-ს მოჰყავს.

„არავითარი ეჭვები არ მაქვს, რომ ამერიკის მთავრობა ნატო-ს ერთგულია“, - განაცხადა მერცმა.

აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან პირადი დიალოგის შესახებ საუბრისას მერცმა აღნიშნა: „კითხვა ასეთი იყო: აპირებს თუ არა ის [ტრამპი] ნატო-ს დატოვებას - ამის პერიფრაზს გავაკეთებ - და პასუხი იყო სრულიად მკაფიო „არა”. არავითარი მომდევნო კომენტარები არ იყო, მოგვიანებით სადილის დროსაც კი”.

გერმანიის კანცლერმა აშშ-ის პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა საუბრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„რა თქმა უნდა, დეტალურად განვიხილეთ სამი დიდი თემა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გვაწუხებს: ომი უკრაინაში, სავაჭრო პოლიტიკა და ნატო-ს მომავალი”, - განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ ევროპამ ახლა მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა