პაატა დავითაია - „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამიას პარტია არ გადის მარტო თვითმმართველობის არჩევნებზე, შვიდი კვალიფიციური სუბიექტიდან, ხუთი გადის, მორჩა, ეს არანაირი ბოიკოტი აღარ არის, როგორც გინდა ისე შეფუთე

„ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამიას პარტია არ გადის მარტო თვითმმართველობის არჩევნებზე, შვიდი კვალიფიციური სუბიექტიდან, ხუთი გადის, მორჩა, ეს არანაირი ბოიკოტი აღარ არის უკვე, როგორც გინდა ისე შეფუთე, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

პაატა დავითაიას განმარტებით, თავიდანვე ნათელი იყო, რომ „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას იმიტომ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნა თავისი წარმომადგენელი.

„პარლამენტის აღიარების სამი სეგმენტია: ცენტრალური საარჩევნო კომისია, დაფინანსება, მანდატები, როდესაც ერთ-ერთ სეგმენტს აღიარებ, უკვე ავტომატურად ჩანს, რომ შენ არჩევნებში მიდიხარ. მაგალითად, ჩემთვის ნათელი იყო, რომ „ლელო“ არჩევნებში წავიდოდა იმიტომ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნა თავისი წარმომადგენელი, ერთი სეგმენტი აღიარა. დანარჩენი არის გაფორმება ამ სიტუაციის. გახარიას პარტიამ სამივე სეგმენტი აიღო და ეს მათი სუვერენული უფლებაა, არ მაქვს უფლება ჩავერიო. მაგრამ დგება საკითხი, ან ერთიანობა[არჩევნებზე], ან ერთიანობა ბოიკოტზე, არც ის არის და არც ეს, ამიტომ გამარჯვებული დარჩება „ქართული ოცნება“, ასე დამთავრდება ეს არჩევნები. თუ იქნება ერთიანი ბოიკოტი, ჩვენ არ მივიღებდით მონაწილეობას, თუ იქნებოდა ერთიანი კანდიდატი, ჩვენ დავუჭერდით მხარს, ახლა საერთოდ აზრს ვერ ვხედავ ამ მიმართულებით.

მე პირდაპირ მინდა დავაფიქსირო პატივისცემა გახარიას პარტიის მიმართ იმიტომ, რომ მათ პოზიცია არ შეუცვლიათ, მათ თავიდანვე თქვეს ეს და ასე მოქმედებდნენ, ნათლად ჩანდა ეს ყველაფერი. როცა პოზიციებს იცვლი, ეს არის პრობლემა. ამით ყველას აზიანებ, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას. დაპირისპირებით, რომელიც ოპოზიციას შორისაა, ხელისუფლება სიამოვნებას იღებს და მიდის იმ გზით, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს.

მოდით ჩამოვთვალოთ ის პარტიები, ვინც არჩევნებში მიდის. საპარლამენტო არჩევნებზე ვინც გავიდა, მათგან ათი სუბიექტია, ვინც რაღაც შედეგი დადო, დანარჩენი 2000-3000 ხმის ქვემოთაა, 8000 ხმის ზემოთ 10 პარტიაა. 10 პარტიიდან ბოიკოტზე წავა დაახლოებით 3 პარტია, 7 პარტია არჩევნებზე გადის. მორჩა, ეს არანაირი ბოიკოტი არ არის ეს“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას