დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე - საჭიროების შემთხვევაში, მე მას გამოვიყენებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს.

„თუ ვიფიქრებ, რომ რუსეთი შეთანხმებას არ დადებს ან სისხლისღვრას არ შეაჩერებს, საჭიროების შემთხვევაში, მე მას გამოვიყენებ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

მისი თქმით, სენატორები, რომელთაგან ბევრმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებას მას ანდობენ.

„მე მათთან ამის შესახებ არ მისაუბრია. მათ აქვთ კანონპროექტი, ეს ჩემზე იქნება დამოკიდებული, ეს ჩემი არჩევანია. არ გადამიწყვეტია მისი გამოყენება. ეს ძალიან ძლიერი კანონპროექტია“, - აღნიშნა ტრამპმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს