შსს - პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან: მოლდოვას რესპუბლიკის მოიქალაქეები: 1980 წელს დაბადებული დ. ს., 1989 წელს დაბადებული ს. ს., 1973 წელს დაბადებული ა. ჩ., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული ო. გ. , 2001 წელს დაბადებულ მ.ჩ.,1999 წელს დაბადებული ფ.ს და 2005 წელს დაბადებული მ.ი.

„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის და მითითებული ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: “მეთადონი“, „მეფედრონი“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა", სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მცენარე კანაფი“.

ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის და დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 261-ე, 265-ე და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.“, - აღინიშნება ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო