რუსეთის თავდაცვის უწყება - უკრაინამ ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო

უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

უწყების მტკიცებით, 6 ივნისს რუსეთმა დაიწყო 6 000-ზე მეტი დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედრის რეპატრიაცია, ასევე სამხედრო ტყვეების გაცვლა.

„რუსულმა მხარემ, სტამბოლში 2 ივნისს მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, 2025 წლის 6 ივნისს დაიწყო მასშტაბური ჰუმანიტარული აქცია 6 000-ზე მეტი გარდაცვლილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედრის რეპატრიაციისა და სამხედრო ტყვეების გაცვლის მიზნით“, - აცხადებენ უწყებაში.

მათი მტკიცებით, გაცვლის ზონაში 1 212 დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედრით სავსე კოლონა ჩავიდა. ამასთან, მზადდება კიდევ ოთხი ეშელონი, თითოეული 1 200 ცხედრით.

„მოსკოვი სრულად მზადაა შეასრულოს სტამბოლის შეთანხმებები და კიევს გადასცეს ყველა სამხედრო მოსამსახურის ცხედარი, ასევე განახორციელოს გაცვლა დადგენილი ფორმულის მიხედვით. კიევს გადაეცა 640 სახელისგან შემდგარი სია, თუმცა მას ჯერ არ დაუდგენია ამ პირების დაბრუნებისა და შესაბამისი რაოდენობის რუსი სამხედრო ტყვეების გადმოცემის თარიღი“, - აცხადებენ უწყებაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა