დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცს აგზავნის

საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცს აგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განლაგების შესახებ საპრეზიდენტო მემორანდუმს ხელი მოაწერა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ. საზღვრის მეფემ, ტომ ჰომენმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები შაბათს განლაგდებიან.

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას „პროვოკაციული“ უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ეროვნულ გვარდიას აგზავნის „არა იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები საკმარისი არ არის, არამედ იმიტომ, რომ მათ სანახაობის ხილვა სურთ“.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ „ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში“ პენტაგონი მზად არის ლოს-ანჯელესში აქტიური სამხედრო მოსამსახურეებიც გაგზავნოს.

ცნობისთვის, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. პარასკევს, ICE-ს აგენტებმა საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის, სულ მცირე 44 მიგრანტი დააკავეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პარასკევს გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით „1000 წესრიგის დამრღვევი“ მონაწილეობდა. დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს