ანა წითლიძე - თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო - ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს

თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, უნდა ააყირაო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო - ოპოზიციური პარტიები ახლა კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ქართულ ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს საკუთარი ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით და „მარშუტკებით“ დაორგანიზება დასჭირდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

როგორც ანა წითლიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ყველაფერს იზამს, რომ თბილისი ოპოზიციას წაართვას.

„ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ იცის სად უყალბებს მათ ბიძინა არჩევნებს და ჰგონიათ მარტო არჩევნების დღეს ხდება. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა და ბიძინას "გაპრავება" ახლა კომფორტია იმასთან შედარებით, რომ ძლიერი წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა იყოს ამ ქვეყანაში, უნდა ვმუშაობდეთ, რათა წინააღმდეგობრივი მოძრაობა გაიზარდოს. ამ პირობებში, როდესაც ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ბიძინამ თბილისი დათმოს. თბილისს თმობს? ფაქტობრივად ამბობს, რომ მე მივდივარ. თბილისშია ყველაზე დიდი საპროტესტო მუხტი. ის ყველაფერს იზამს, უფრო მეტ რესურს გამოიყენებს, რომ თბილისი ოპოზიციას წაართვას, თბილისი ოპოზიციური არ იყოს.

თუ გინდა რეჟიმს მოუგო, უნდა ააყირაო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო. ბიძინა ძლიერია თავის მოედანზე. ჩემი აზრით, ოპოზიციური პარტიები ახლა კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი იყოს, ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს. „ქართულ ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს საკუთარი ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით და "მარშუტკებით" უნდა დასჭირდეთ მიყვანა. ეს აჩვენებდა, რეალურად რამდენი არის „ქართული ოცნება“. არჩევნები ამ ქვეყანაში გაუქმებულია“,- აღნიშნავს წითლიძე.

როგორც წითლიძემ განაცხადა, „ლელოს“ ამომრჩევლები საპროტესტო აქტივს წარმოადგენს და არ ჰგონია, რომ ხელისუფლებასთან არის გარიგებაში.

„საპროტესტო აქტივში არიან „ლელოს“ ამომრჩევლები. პირველი: არ მგონია გარიგებაში, მეორე: ძალიან ვიწროპარტიულია. ჰგონიათ, რაიონულ ორგანიზაციებში ვიღაცების ხელფასებს შეინარჩუნებენ“, - განაცხადა წითლიძემ.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, თუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობ, ეს ნიშნავს, რომ „ან ხელისუფლებასთან ხარ გარიგებული, ან სასარგებლო იდიოტი ხარ“.

„გარიგებული უნდა იყო, ან სასარგებლო იდიოტი. ნებისმიერ შემთხვევაში აძლიერებ ივანიშვილს, ეს კვანძი, რომელიც უნდა გახსნას, შენ უხსნი, მეორე სუნთქვის შესაძლებლობას უხსნი. სხვა ვარიანტი არ არის, ან გარიგებული უნდა იყო, ან სასარგებლო იდიოტი“, - აღნიშნა წითლიძემ.

მან საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის მანდატები რომ არ დაეტოვებინათ, „ვიღაც შეიძლება შევარდნილიყო“.

„ამათ რომ ვუყურებ, ეჭვი მიჩნდება, რომ კიდევ კარგი ის პარლამენტის მანდატები დავტოვეთ, თორემ ვიღაც შეიძლება შევარდნილიყო, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. რომ იზეიმეს 20:00 საათზე გამარჯვება ოპოზიციაში, შემდეგ კითხეს საკუთარ თავს, რა გავაკეთოთო, როდესაც აღმოაჩინეს რომ არჩევნები წართმეული იყო”,- განაცხადა წითლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა