კალიფორნიის გუბერნატორი დონალდ ტრამპზე - ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, ქაოსის შექმნა, ოპონენტების დაპატიმრება - ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის

კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის განლაგებასთან დაკავშირებით უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს.

ნიუსომმა ტრამპი კრიზისის შექმნის მცდელობასა და კალიფორნიის შტატის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.

„ოფიციალურად მოვითხოვე ტრამპის ადმინისტრაციისგან, გააუქმოს ჯარების უკანონო განლაგება ლოს-ანჯელესის ოლქში. არ გვქონია პრობლემა, სანამ ტრამპი არ ჩაერთო. ეს არის შტატის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა. გააუქმეთ ბრძანება. დაუბრუნეთ კონტროლი კალიფორნიას“, - განაცხადა ნიუსომმა.

მისი მტკიცებით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.

„ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, მასობრივი ქაოსის შექმნა, ქალაქების მილიტარიზაცია, ოპონენტების დაპატიმრება - ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის“, - დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

თეთრმა სახლმა ნიუსომის კომენტარი გააპროტესტა და განაცხადა, რომ „ყველამ დაინახა ქაოსი, ძალადობა და უკანონობა“.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს