ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გრძელდება - მომიტინგეებმა ავტომობილები დაწვეს, პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები და დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები გრძელდება.

CNN-ის ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა ლოს-ანჯელესის მთელი ცენტრი უკანონო შეკრების ადგილად გამოცხადდა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიციასთან შეტაკებების დროს ათი მომიტინგე დააკავეს.

CNN-ი იუწყება, რომ მომიტინგეებმა სულ მცირე ორი ავტომობილი დაწვეს და პოლიციის ავტომობილებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს. კვირას პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, რამდენიმე ბიზნესმენმა მე-6 ქუჩისა და ბროდვეის მიდამოებში მათ მაღაზიებში ძარცვის შესახებ განაცხადა.

„პოლიციელები შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან გამოსაძიებლად“, - განაცხადეს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს“. კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს. მისი მტკიცებით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს