ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, დაკავებული გემის, Madleen-ის მგზავრებს, რომელთა შორის გრეტა თუნბერგი და ევროპარლამენტარი რიმა ჰასანიც არიან, 7 ოქტომბრის თავდასხმების ამსხველ ვიდეოჩანაწერს აჩვენებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ისრაელის არმიას ღაზას სექტორში მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების გემ Madleen-ის „სწრაფი და უსაფრთხო დაკავება“ მიულოცა.

მან დაადასტურა, რომ ბორტზე მყოფ მგზავრებს, მათ შორის შვედ აქტივისტსა და ბუნების დამცველს, გრეტა თუნბერგსა და ფრანგ ევროპარლამენტარ რიმა ჰასანს, აშდოდის პორტში გადაიყვანენ. ისრაელ კაცის თქმით, მან ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, მგზავრებს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის ამსახველი ვიდეო აჩვენონ.

გემის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა დასავლეთ სანაპიროზე დაფუძნებული პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო საზოგადოებას გემის მგზავრების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ვაფასებთ მათ ძალისხმევას და იმ უკიდურეს გაჭირვებასა და საფრთხეებს, რომლებიც მათ ზღვაში გადაიტანეს ღაზას სექტორში ჩვენი ხალხის გვერდით დგომის ამ კეთილშობილური ჰუმანიტარული მიზნის მისაღწევად. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ქვეყანას, გაითვალისწინონ საერთაშორისო აქტივისტების მოწოდება და მათი ჰუმანიტარული გზავნილი“, - განაცხადა სამინისტრომ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, ისრაელის ძალებმა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი Madleen-ი და მასზე მყოფი 12 ადამიანი დააკავეს, როდესაც გემმა ღაზას სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა. დაკავებულებს შორის შვედი გარემოსდამცველი და აქტივისტი, გრეტა თუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, გემი, რომელსაც პროპალესტინური „თავისუფლების ფლოტილიის კოალიცია“ (FFC) მართავს, ღაზაში სიმბოლური დახმარების ჩატანას და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას გეგმავდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს