გიორგი ვაშაძე - უნდა შევთანხმდეთ, თუ რას ვეძახით არჩევნებს - იმედი მაქვს, საბოლოოდ, ყველა რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველა ვიტყვით, რომ ცირკი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დადგამს, არჩევნები არ არის!

უნდა შევთანხმდეთ, თუ რას ვეძახით არჩევნებს - ის, რაც 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი, არჩევნები არ არის! იმედი მაქვს, საბოლოოდ, ყველა რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველა ვიტყვით, რომ ცირკი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დადგამს, არჩევნები არ არის! - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე დასმულ კითხვას.

ვაშაძის თქმით, არ არსებობს საარჩევნო ადმინისტრაცია და ის იოტისოდენა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამომრჩევლებს თავისუფალი ნების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.

„პირდაპირ გეუბნებით: - 26 ოქტომბრის გაყალბებული და გადაწერილი არჩევნების შემდგომ ყველაფერი გაუარესდა.

პოლიტიკური ლიდერები ან სისხლის სამართლის დევნაში ან საპატიმრო დაწესებულებაში არიან. გვყავს სინდისის პატიმრები. დამკვირვებლებს არჩევნებზე დაკვირვება ეზღუდებათ.

ჩამოვყალიბდეთ, რას ვეძახით არჩევნებს - ჩემთვის ეს არჩევნები არ არის!

არჩევნებია, როცა ადამიანს მეტ-ნაკლებად თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა აქვს.

რაც შეეხება საუბარს, მე ყველას დაველაპარაკები. იმედი მაქვს, საბოლოოდ, ყველა რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველა ვიტყვით, რომ ცირკი, რომელსაც „ქართული ოცნება" დადგამს, არჩევნები არ არის!" - განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს