შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მეთხუთმეტედ უმასპინძლა. ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელიც IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ტარდება, სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, დეკანი, აფილ. პროფესორი ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი თამარ შიოშვილი, ფულბრაიტის პროგრამის წარმომადგენელი ლორენ უილიამსონი და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.

„ქართველი, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები კონფერენციაზე ამერიკისმცოდნეობის მულტიდისიპლინური და ინტერსციპლინური ხასიათის სტატიებს წარადგენენ, რომელიც მოიცავს აშშ-ს ცხოვრების ყველა სფეროს.

პროფესორების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საუკეთესო სტუდენტების კვლევები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს