რუსტემ უმეროვი - დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ფართომასშტაბიანი რეპატრიაციისთვის უაღრესად მგრძნობიარე და მტკივნეული სამუშაოები გრძელდება

დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

„დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ფართომასშტაბიანი რეპატრიაციისთვის უაღრესად მგრძნობიარე და მტკივნეული სამუშაოები გრძელდება. საუბარია 6000-ზე მეტი უკრაინელი დამცველის დაბრუნებაზე, რომლებმაც უკრაინის თავისუფლებას სიცოცხლე შესწირეს. ეს პროცესი შეთანხმებებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა რუსტემ უმეროვმა.

რუსტემ უმეროვი უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს განხორციელებულ ტყვეების გაცვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინამ და რუსეთმა სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის ტყვეები გაცვალეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები