ლევან სანიკიძე - შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები „შიდაკლანური დაპირისპირებით“ და სანქციებით არის გამოწვეული

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები „შიდაკლანური დაპირისპირებით“ და სანქციებით არის გამოწვეული.

როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებები მაინც ძალიან დიდი დარტყმა არის „ქართული ოცნებისთვის“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველთვის მტკივნეულად მიმდინარეობს მსგავსი ტიპის გადაადგილებები, მით უმეტეს „ხარება“ არ იყო რიგითი ფიგურა „ქართული ოცნების“ შიგნით. ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და რეჟიმის მთავარი შემსრულებელი და „ზონდერი“ იყო. ეს არის გამოწვეული „შიდაკლანური“ დაპირისპირებით. ასევე, სანქციების პოლიტიკიდან გამომდინარე. რამდენიც არ უნდა თქვან: სანქციები არ მუშაობს, რომ ამას გავლენა არ აქვს, ფაქტია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ სანქცირებული იყო, აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ბატონი ხარაზიშვილია. შეუძლებელია ამ სანქციების გვერდის ავლა და დასავლეთთან რაიმე სახის, თუნდაც ელემენტარული კომუნიკაციის წარმოება მანამ, სანამ ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან. როდესაც ეს მდგომარეობა გვაქვს, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში, შესაძლებელია „ქართული ოცნება“ ისეთ დათმობებზე წავიდეს, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და თავისუფალი ცენტრალური საარჩევნო კომისია“, - განაცხადა სანიკიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამასთან, შსს-ის ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე დაინიშნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე კი ვაჟა სირაძე დაინიშნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ლევან მაისურაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა