ლევან იოსელიანი - ჩემი მანდატი არ არის სადამკვირვებლო და არჩევნების დაკვირვებას არ ვახდენ - ჩემს კომენტარში განსაკუთრებით “ეუთო/ოდირის” დასკვნას ვეყრდნობოდი, სადაც მასშტაბური გაყალბების შესახებ ინფორმაცია ვერ ვნახე

ჩემი მანდატი არ არის სადამკვირვებლო მანდატი და არჩევნების დაკვირვებას არ ვახდენ - თუ მექნება ასეთი მანდატი, ამაზეც ვისაუბრებდი, მაგრამ ასეთი რამ არ გამიკეთებია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, როგორც სახალხო დამცველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვება არ განუხორციელებია.

„ის 200-მდე შემთხვევა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ, ეს იყო საჯარო წყაროებით გავრცელებული სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი შემთხვევები, მათ შორის ბატონ გივი მიქანაძესთან მქონდა კომუნიკაცია არჩევნების წინ, ისევე, როგორც სხვა პარტიებთან, რომ გამოეგზავნათ ჩემთვის სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და რა ინფორმაციაც მქონდა, ყველაფერი ანგარიშში ავსახე, მათ შორის, ბანერების დაზიანება და ა.შ. მაგრამ მეორე მხარეს ასეთი ფაქტები იყო უფრო მეტი და ამ ფაქტების შესახებ ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს ყველაფერი გადავამისამართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. მერე მოვიკითხეთ, დაიწყო თუ არა გამოძიება და აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, ე.ი. არ ყოფილა ლევან იოსელიანის მიერ მოგონილი ფაქტები, ხომ? მაშინ გამოძიება რაზე დაიწყო? - იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას და გამოძიება დაიწყო, ამიტომ მოვახდინეთ ამ ყველაფრის იდენტიფიცირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების დამკვირვებელი ვიყავი ან 3000 უბანზე წარმომადგენელი მყავდა და შემიძლია ვისაუბრო გაყალბდა თუ არა არჩევნები. იმიტომ, რომ ჩემი მანდატი არ არის სადამკვირვებლო მანდატი და არჩევნების დაკვირვებას არ ვახდენ. თუ მექნება ასეთი მანდატი, ამაზეც ვისაუბრებდი, მაგრამ ასეთი რამე არ გამიკეთებია და გაყალბების შესახებ ჩემი კომენტარი შემოიფარგლებოდა იმ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ „100 000 პირადობის მოწმობა გაყალბდა”, რომ „300 000 ხმა გაყალბდა”, თუმცა არცერთი განცხადება ჩვენთან არ იყო. ამის გადამოწმება წარმოსადგენია, რა ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით ჩემს პირად აზრს გამოვთქვამდი, თორემ როგორც სახალხო დამცველს მე არჩევნების დაკვირვება არ განმიხორციელებია. იმიტომ, რომ ამას სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკეთებდა. ყველაზე მეტად მე იმათ დასკვნას ვეყრდნობი, განსაკუთრებით, “ეუთო/ოდირის” დასკვნას, სადაც ასეთი ინფორმაცია მასშტაბური გაყალბების შესახებ ვერ ვნახე”, - განაცხადა იოსელიანმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო