უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

უკრაინამ დაჭრილი და მძიმედ დაჭრილი სამხედროების პირველი ჯგუფი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაბრუნებას, რაზეც სტამბოლში შევთანხმდით. დღეს - ჩვენი მძიმედ დაჭრილები და დაჭრილი მებრძოლების რუსული ტყვეობიდან დაბრუნების პირველი ეტაპი. ყველა მათგანი დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ეს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტია”, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტყვეობიდან დაბრუნებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახურის მებრძოლები.

“გაცვლა უნდა გაგრძელდეს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვიპოვოთ და დავაბრუნოთ ყველა კაცი და ქალი, ვინც ტყვეობაშია. ყველას მადლობელი ვარ, ვინც გვეხმარება”, - წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები